ევროკავშირმა კიდევ 6 თვით გააგრძელა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები

ევროკავშირმა კიდევ ნახევარი წლით, 2024 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. საუბარია ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერის და ყირიმის ანექსიის გამო ამოქმედებულ შეზღუდვებზე, რომლებიც გაფართოვდა 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
სანქციები მოიცავს ვაჭრობის, საბანკო, ტექნოლოგიების, მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებს. ასევე – კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიას.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 12 პაკეტი დაამტკიცა. მათ შორის რუსული ბანკები გათიშეს საერთაშორისო სისტემიდან SWIFT და აკრძალეს რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით ნედლი ნავთობის და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტი.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრებას ითხოვს, მათ შორის სრულ ემბარგოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე. კრემლი აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას ვერაფერი დააკლო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს