ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში წერს.
გორგაძე იმ კომპანიას ასახელებს, რომელსაც იმედის ვებსაიტის სერვერი ეკუთვნის.
მისივე თქმით, ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს.
ტვ „იმედი“, ბრიტანეთი, რუსეთი და სანქციები – ახსნილი გლეხურად:
ვებსაიტი იმედი.ჯი გადასკუპდა ახალ სერვერზე, რომლის დასახელებაა ns1. ddos – guard. net. ვის ეკუთვნის ეს სერვერი?
კომპანია DDoS-Guard-ს.
საიდან არის ეს კომპანია?
ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს.
საიდან ვიცით ეს. ამის გასაგებას ჭირდება გუგლი და 2 წუთი.
არა ძმა რა რუსეთი, რა რუსული პროპაგანდა იმედი დამოუკიდებელი მედიაა,- წერს გორგაძე




