წერილების “ომი” ქართულ ოცნებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის – როგორ პასუხობს კიევი პაპუაშვილის თავდასხმას?

ქართულ ოცნებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის მეორე დღეა, წერილების ომი მიდის. პაპუაშვილის განცხადებას, სადაც უკრაინის ხელისუფლებას “უმადურები” ეძახდა, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით უპასუხა.

რუსლან სტეფანჩუკმა პაპუაშვილს შეახსენა, რა გზას გადის თავისუფლების შენარჩუნებისთვის.

ქართულად დაწერილ წერილში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვერ მალავს გაოცებას, თუ რატომ ადანაშაულებს “ქართული ოცნება” უმადურობაში, როცა ოცნების მხრიდან საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არა გმირობა, ან ქველმოქმედება, არამედ ელემენტარული წესიერებაა.

სტეფანჩუკის პასუხს, პაპუაშვილის პასუხის პასუხი მოჰყვა. ტონი უფრო რბილია. ზელენსკის გუნდს უმადურებს აღარ ეძახის. თუმცა პაპუაშვილის პირველმა წერილმა საქმე რუსებს გაუკეთა. ის რუსული მედიის განსჯის საგნად იქცა.