ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით დააპატიმრეს Facebook-კომენტარის გამო

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ხუთი დღით დააპატიმრეს Facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ჩხარტიშვილი პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე წაიყვანა.

„Facebook-კომენტარის ​გამო მედავებიან და ეს კიდევ დასამტკიცებელია, ჩემი დაწერილია თუ არა. მე პირადად სულ არ მახსოვს ჩემია თუ არა, მაგრამ სულისკვეთებას ვიზიარებ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

კონკრეტულად რას ედავებიან მას?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკოსს სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა „ნეტგაზეთის“ პლატფორმაზე 4 ოქტომბერს დატოვებული კომენტარის გამო. Facebook-ში გამოქვეყნებულ სტატიას „აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?“ ერქვა, მისი სახელით კი ეწერა: „აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბი**რების გასვენებაში?“

-მა მიიჩნია, რომ ამ კომენტარით პოლიტიკოსმა შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლე დავით მაკარაძეს.

საერთო სურათი

ბოლო ორი წელია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პოლიცია აქტიურად რეაგირებენ საზოგადოებაში არსებულ პროტესტზე: ხელისუფლება იღებს ახალ კანონებს და ცდილობს მის აღსრულებას.

ახალი კანონებით:

  • ჯერ ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის წესით ისჯება ტროტუარებზე პროტესტი;
  • დასჯადი გახდა „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის“ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება“;
  • შეიზღუდა დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზები.

ფეისბუკკომენტარის გამო 2025 წლის ივლისში 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტ როსტო ზარანდიასაც – მას ედავებოდა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის შეურაცხყოფას, რადგან იგი „ტვინგედ“ და „ფოჩოდ“ (მეგრულად: გამოტვინებული და ლენჩი) მოიხსენია. გარდა ადმინისტრაციული საქმეებისა, არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სასამართლო სხდომებზე მოსამართლის შეურაცხყოფის გამო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”