საფრანგეთში ფერმერთა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს

ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას, სუბსიდირების შესაძლო გაუქმებას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ. ფერმერებმა ტრაქტორებით გადაკეტეს პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები.
საფრანგეთის -ს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულია 15 ათასამდე პოლიციელი. 29 იანვარს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა სამართალდამცავებს მიმართა, თავშეკავება გამოიჩინონ, ფერმერებს კი მოუწოდა, არ გადაკვეთონ „წითელი ხაზები“ და არ დაბლოკონ აეროპორტები.
ფრანგი ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის ახალ მოთხოვნასაც, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა პესტიციდების და სასუქების გამოყენება უნდა შეამცირონ და 2030 წლისთვის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნონ საკუთარ საზღვრებში მოქცეული ხმელეთის ზედაპირის სულ მცირე 20%. ამ მოთხოვნის შესრულება შეამცირებს მიწებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ.
დემონსტრანტებმა ტრაქტორებზე გამოფინეს პლაკატები წარწერებით: „ჩვენი დასასრული თქვენ შიმშილს ნიშნავს”, „ფერმერების გარეშე სურსათი არ იქნება“.
გასულ კვირაში საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფერმერებს არ შეუწყვეტს დიზელის საწვავის სუბსიდირებას და ასევე, ევროკავშირისგან მოითხოვენ ზოგიერთი ეკოლოგიური ნორმის შემსუბუქებას. თუმცა ფერმერები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
2023 წლის დეკემბრიდან აქციებს მართავენ გერმანელი ფერმერებიც. ისინი აპროტესტებენ მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გააუქმოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. ფერმერები აცხადებენ, რომ შეღავათების გარეშე ბევრი მეურნეობა გაკოტრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა