2026 წლის 25 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედისთვის” დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებიდან მეორე დღეს, საჯარო რეესტრმა ახალი კომპანია “იმედის მხარდამჭერები” დაარეგისტრირა.
იუსტიციის სამინისტრომ კომპანია რეგისტრაციაში დაჩქარებული წესით, რამდენიმე საათში გაატარა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი ტელეიმედის სოციალური მედიის მენეჯერი ნიკა კლდიაშვილია, ახალი კომპანიაც გლდანში მის ბინაშია რეგისტრირებული.
ამ ფონზე, დიდი ბრიტანეთის სანქციებიდან მეორე დღეს, გაითიშა ტელეკომპანია “იმედის” ორივე ვებ-გვერდი – IMEDI. GE და IMEDINEWS, საიტების გათიშვაზე კომენტარი კომპანიას ამ დრომდე არ გაკეთებია.




