WP: დრონი, რომელმაც იორდანიაში აშშ-ს სამხედროები იმსხვერპლა, საკუთარ აპარატში აერიათ

The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 28 იანვარს იორში ამერიკელ სამხედროებზე მიტანილი თავდასხმის დროს -ს მოწინააღმდეგის დრონი საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი ეგონა, რის გამოც ის მარტივად მიფრინდა ობიექტამდე.
პენტაგონმა გამოაქვეყნა სამი სამხედროს ვინაობა: 46 წლის სერჟანტი უილიამ ჯერომი რივერსი, 23 წლის რიგითი ბრეონა ალექსონდრია მოფეტი და 24 წლის რიგითი კენედი ლედონ სენდერსი. ისინი არმიის რეზერვის ქვედანაყოფის 718-ე საინჟინრო ასეულის ჯარისკაცები იყვნენ. ახალი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 40-ზე მეტია.
ორმა მაღალჩინოსანმა მედიასთან ანონიმურად თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით, მოწინააღმდეგის დრონი შეეშალათ ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატში, რომელიც მისიაზე იყო და ობიექტ Tower 22-ზე ბრუნდებოდა.
Tower 22-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ერაყში მოქმედმა ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მათ შორის კათაიბ ჰეზბოლასა და ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას აერთიანებს.
პრეზიდენტი , რომელმაც პირობა დადო, რომ თავდასხმაში მონაწილეები პასუხს აგებენ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვდა და აშშ საპასუხო ქმედებებს საკუთარი განრიგის მიხედვით შეასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ვერ ჩამოაგდეს დრონი, რომელმაც იერიში მიიტანა. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა WP-სთან აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, ხოლო აშშ-ს დრონები აღჭურვილია სამიზნეების იდენტიფიცირების სისტემით – “მეგობარი თუ მტერი”. განიხილავენ ვერსიას, რომ თავდამსხმელებმა საკუთარი საფრენი აპარატი სპეციალურად გაუშვეს აშშ-ს დრონსი მახლობლად.