რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას ოლქების ტერიტორიებზე 21 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 დრონი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, 5 – ბელგოროდში, 3 – ბრიანსკში და თითო-თითო კალუგასა და ტულას ოლქებში.