დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” სანქციების დაწესებას ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი სახე, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ეხმიანება და შესაბამის პოსტს “ფეისბუქის” გვერდზე აქვეყნებს.
“ვერც ერთი სანქცია ვერ წამართმევს ჩემს წლების მანძილზე დაგროვილ სიამაყეს, ვიყო ჩემი მშობლიური იმედის ნაწილი”, – წერს სულაბერიძე.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – “იმედსა“ და “POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, “იმედსა“ და “POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც “რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.




