“ბოლო დღეების მიმდინარეობისას ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული… საუბარი იყო ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით – არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის. […] რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორე მხრივ, ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული, მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი, ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმა კიდევ ერთხელ საქართველოსთან დაკავშირებით” [საზმაუ] | თქვა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ TV იმედისა და პოს TV-ის დასანქცირებაზე




