მედია: ციხეში მტკიცებულებების გარეშე – სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა სააპელაციოში

სააპელაციო სასამართლოში „სინდისის 8 პატიმრის“ საქმეზე განხილვა გრძელდება. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბრალდება ამტკიცებდა, თითქოს აქციების დროს დაკავებულებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ და რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები კოორდინირებული ქმედება იყო. ადვოკატების თქმით, აღნიშნული დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. საგამოძიებო უწყება ხუთ მათგანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სამს კი ორგანიზებას ედავება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ვერ დადასტურდა ბრალდებულთა წინასწარი ნაცნობობა და საქმიდან გამქრალია ბრალდებისთვის არასასურველი მტკიცებულებები.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით მხოლოდ ინსაფ ალიევმა ისარგებლა. მისი განცხადებით, იგი „მტკიცებულებების გარეშე, შეკერილი ბრალდებით“ ისჯება.

წყარო