იენს სტოლტენბერგი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ

რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს.ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას და ეს ეხება -ის უსაფრთხოებას. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეერთებული შტატები დაეხმარა ს საბრძოლო შესაძლებლობების ძირითადი ნაწილის განადგურებაში.მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან უკრაინის მხარდაჭერის მიმართ მკაფიო ვალდებულებას და ამის მისაღწევად კონგრესთან მუშაობას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობისთვის საჭიროა, პარტნიორებმა უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.
„ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ