ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 122 მილიონი ევროს გამოყოფს.
მისი განმარტებით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, თანხების უმეტესი ნაწილი – 87 მილიონი ევრო – უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. 25 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის საერთაშორისო ფონდს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო და რომელიც აფინანსებს სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შეძენას უშუალოდ მწარმოებლებისგან – კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას.
10 მილიონი ევრო უკრაინაში კიბერთავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება IT-კოალიციის ფარგლებში, რომელსაც ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეუერთდა.
“ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას”, – განაცხადა კაისა ოლონგრენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება