დოლარის დაისი? – როგორ შეარყია ტრამპმა მსოფლიოს მთავარი ვალუტა სულ რაღაც ერთ წელიწადში

დო­ლა­რის ჰე­გე­მო­ნია ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში -ის ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ჰე­გე­მო­ნი­ის პირ­და­პი­რი შე­დე­გი იყო. თუმ­ცა, დო­ნალდ ტრამ­პი ამას თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი სა­გა­რეო და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კით და­უ­პი­რის­პირ­და.

სა­ტა­რი­ფო ომმა, მო­კავ­ში­რე­ე­ბის მი­მართ მუ­ქა­რამ, მიგ­რან­ტებ­ზე “ნა­დი­რო­ბამ“, კონ­გრეს­ზე, სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე, ცენ­ტრა­ლურ ბანკსა და -ის სხვა ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე შე­ტე­ვამ, ასე­ვე მზარ­დმა ვალ­მა და უზარ­მა­ზარ­მა სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ციტ­მა გა­სულ წელს დო­ლა­რის თით­ქმის 10%-ით ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია.

“სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო, რომ დო­ლა­რი გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე თა­ვის დო­მი­ნან­ტურ როლს და­კარ­გავ­და. ახლა კი ასე­თი სცე­ნა­რი მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლებ­ში სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა­ვენ აშშ-ის ხა­ზი­ნი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ვე­ტე­რა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: მარკ სო­ბე­ლი და სტი­ვენ კა­მი­ნი.

“დო­ლა­რი ძა­ლი­ან სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და მისი შემ­დგო­მი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის­თვის ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს”, – აცხა­დებს Brookings Institution-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­ბინ ბრუკ­სი. თუმ­ცა, მისი შე­ფა­სე­ბით, “დო­ლა­რის, რო­გორც მსოფ­ლიო სა­რე­ზერ­ვო ვა­ლუ­ტის, სტა­ტუსს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა”

“აშშ-ის, რო­გორც სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რი­სა და პარტნი­ო­რის, სტა­ტუ­სი თვალ­სა­ჩი­ნოდ უა­რეს­დე­ბა. ტა­რი­ფე­ბის ირ­გვლივ ატე­ხი­ლი მუდ­მი­ვი ის­ტე­რია, გრენ­ლან­დი­ა­სა და პა­ნა­მა­ში შეჭ­რის მუ­ქა­რა, ევ­რო­პა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა, უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხში პუ­ტი­ნის კე­თილ­გან­წყო­ბის ძი­ე­ბა, ნა­ტოს და­სუს­ტე­ბა და კა­ნა­დის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რი­ტო­რი­კა – ყო­ვე­ლი­ვე ეს ეჭვქვეშ აყე­ნებს აშშ-ის, რო­გორც სან­დო და ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის, რე­პუ­ტა­ცი­ას”, – წე­რენ სო­ბე­ლი და კა­მი­ნი Financial Times-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

მზარ­დი სა­ხელ­მწი­ფო ვალი და სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტი ეჭვქვეშ აყე­ნებს აშშ-ის სამ­თავ­რო­ბო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის სან­დო­ო­ბა­სა და ლიკ­ვი­დუ­რო­ბას.

“თუ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნე­ბენ აშშ-ის კრე­დი­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ან ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მის მიერ ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას, დო­ლა­რის დო­მი­ნი­რე­ბა დას­რულ­დე­ბა“, – წე­რენ ისი­ნი.

აშშ-ს უკვე თით­ქმის 40 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ვალი აქვს. ამ ვა­ლის და­ფარ­ვა და პრო­ცენ­ტე­ბის გა­დახ­და მხო­ლოდ შიდა შე­მო­სავ­ლე­ბით (მა­გა­ლი­თად, გა­და­სა­ხა­დე­ბით) არ ხდე­ბა – ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფული.

უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს უკვე აქვთ და­ახ­ლო­ე­ბით 30 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი და აქ­ცი­ე­ბი აშშ-ში. ამ თან­ხი­დან თით­ქმის 13 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ევ­რო­პელ­მა კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­მა და მთავ­რო­ბებ­მა ჩა­დეს.

“ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი აშშ-სთვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია – ქვე­ყა­ნა კვლავ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის მუდ­მივ შე­მო­დი­ნე­ბა­ზე. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ებ­ზე უცხო­უ­რი მო­თხოვ­ნა სამ მთა­ვარ საყ­რდენს ეფუძ­ნე­ბა: უსაფრ­თხო­ე­ბას, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას და შე­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ამ­ჟა­მად მერ­ყე­ობს“ – წე­რენ ევ­რო­პე­ლი ეკო­ნო­მის­ტე­ბი”.

“დო­ლა­რის დო­მი­ნან­ტუ­რი ვა­ლუ­ტის სტა­ტუ­სის ყვე­ლა მი­ზე­ზი კვლავ ძა­ლა­შია: ამე­რი­კას აქვს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა, ყვე­ლა­ზე ლიკ­ვი­დუ­რი და ღია კა­პი­ტა­ლის ბა­ზა­რი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. თუმ­ცა, მთა­ვა­რი საფრ­თხე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დო­ნალდ ტრამ­პია”. – აცხა­დებს ტრამ­პის დიდი ხნის კრი­ტი­კო­სი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ეკო­ნო­მის­ტი პოლ კრუგ­მა­ნი.

წყა­რო