ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
„ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.