რომან გოცირიძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსები უძრავ ქონებას სპეციალურად სამხედრო ობიექტების სიახლოვეს ყიდულობენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ქვეყანა ცივი და ცხელი ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრად გადაიქცა.

თბილისის გარეუბანში კიდევ ერთი საცხოვრებელო დასახლება შენდება რუსულ-არაბული ინვესტიციებით.

მას შემდეგ, რაც ფინეთმა აკრძალა ბინების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებზე, ფიქრობენ, რომ აიძულონ ისინი გაყიდონ უძრავი ქონება ზოგიერთ ადგილებში.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსები უძრავ ქონებას სპეციალურად სამხედრო ობიექტების სიახლოვეს ყიდულობენ.

ეს ხდება ევროკავშირში, სადაც მკაცრი სავიზო რეჟიმია დაწესებული. ჩვენთან კი, სადაც საზღვარი მორღვეული, სულ ერთ ათეულ წელიწადში სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით უკონტროლო მიგრაციის გამო.” – წერს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ