“ღირსების შენარჩუნება მოხერხდება მხოლოდ სოლიდარობით” – ასე ეხმაურება მსახიობი ბაჩო ქაჯაია მისი კოლეგა მსახიობების მიერ ახალი თეატრის დატოვებას.
ხელოვანი ამბობს, რომ პატივსაცემია ყველა იმ მსახიობის გადაწყვეტილება, რომლებიც მეგობარ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ ასეთ ერთგულებას გამოხატავენ.
ამ ბრძოლაში ღირსების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ღირსების შენარჩუნება მოხერხდება მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობით და ერთმანეთის გვერდში დგომით. მე ძალიან გული მწყდება, რომ დღეს ჩემი კოლეგები და მეგობრები თავიანთი უსაყვარლესი თეატრის გარეშე არიან, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე. ეს არის იმ შემთხვევა, როცა არ შეგიძლია არ იყო შენი მეგობრის მიმართ სოლიდარული”, – ამბობს ბაჩო ქაჯაია.
ახალ თეატრს, საიდანაც სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობები ტოვებენ.
ამ დროის მონაცემებით, თეატრი დატოვეს კახა კინწურაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, დავით ბეშიტაიშვილმა და გივიკო ბარათაშვილმა.
ასევე ცოტა ხნის წინ “პირველებს” მსახიობმა ტასო ჭანტურაიამაც დაუდასტურა, რომ თეატრი დატოვა.




