დონალდ ტრამპი: ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო. მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, “ირანში დროის შედარებით მოკლე პერიოდში 32 000 ადამიანი მოკლეს” და დაამატა, რომ “ირანის მოსახლეობა ბევრად განსხვავდება ირანის ლიდერებისგან.”
ტრამპმა ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “აჯობებს, [ირანის რეჟიმმა] სამართლიან შეთანხმებაზე მოილაპარაკოს.”
“ისინი ორი კვირის წინ 800 ადამიანის ჩამოხრჩობას აპირებდნენ… და მე მათ პირობა მივეცი, რომ თუკი ერთ ადამიანსაც ჩამოახრჩობდნენ, ერთ ადამიანს, მაშინვე დავარტყამდი მათ, არ ვაპირებდი, მოლაპარაკებებისთვის ორი კვირით მოცდას და მათ უარი თქვეს ჩამოხრჩობაზე. 837 ადამიანი არ ჩამოუხრჩვიათ, სავარაუდოდ, არავინ.” – განაცხადა ტრამპმა.
“ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო. მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს.” – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”