
“დაბალი ხარისხის ზეთი, რომელიც მოდის 90% რუსეთიდან, არ არის იმ სტანდარტებით ნაწარმოები, რომელსაც მაგალითად მე მომთხოვთ საქართველოში. ჩვენ 13 ქვეყანაში გვაქვს ზეთის ექსპორტი განხორციელებული. მუდმივი პრობლემა იყო, რომ ექსპორტზე ბევრად უფრო კომფორტულად ვყიდდი ამ საქონელს, ვიდრე ქართულ ქსელებში. არც შევსულვართ თითქმის, ე.წ. ზეთის რუსული ნაკადის გამო. ბრენდირებულ ზეთებზე არ ვამბობ, მაგრამ იაფიანი ზეთის სეგმენტში, რუსეთიდან შემოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელსაც რუსეთის ქსელშიც კი ვერ ნახავთ, იმდენად უკონტროლო პირობებში იქმნება ეს პროდუქტი.
რუსეთი, ყაზახეთი,
უკრაინა, აი ამ სამ ქვეყანას შეუძლია მომაწოდოს მზესუმზირა. სამივესგან ისეთი გადასახადებია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მზესუმზირის მიღება. ჩვენი საწარმო ელოდება, როდის მორჩება რუსეთ-უკრაინის ომი, 40 000 ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება და ამის დამზადება ნულია” თქვა ადეიშვილმა.