სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გაერო-ს მშვიდობისმყოფელი

სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გაერო-ს მშვიდობისმყოფელია, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო ტერიტორიაზე, ნავთობით მდიდარ აბიეიში, შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა თავდასხმები განახორციელეს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეტაკებები გასულ შაბათ-კვირას დაიწყო.
„მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ. ამ დროისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 64 მძიმედ დაშავდა“, – ნათქვამია აბიეიში მოქმედი გაერო-ს დროებითი უსაფრთხოების ძალების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ