მარო მაყაშვილის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპვიდან 105 წელი გავიდა

მარო მაყაშვილის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპვიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული გმირი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. მარო მაყაშვილი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
◾ მარო მაყაშვილი 19 წლის სტუდენტი იყო, როდესაც წითელი არმიის შემოჭრის დღეებში წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და ფრონტზე მოხალისედ წავიდა.
🇬🇪 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, რითაც მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.