ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ეხმაურება ევროსაბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ (CPT) ახალ კრიტიკულ ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით, მას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას დააყენებს.
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – წერს ალან ბერსე პლატფორმა X-ზე.
„არასათანადო მოპყრობა არასდროს არ შეიძლება გამართლებული იყოს“, – აცხადებს ის და დასძენს:
„ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას განვიხილავ“.




