თამარ ბუჩუკური: ველოდები ჩვენიანები როდის გამოუცხადებთ სოლიდარობას ცოცხების სპეცოპერაციის შემოქმედ ბედუკაძეს

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ველოდები ჩვენიანები როდის გამოუცხადებთ სოლიდარობას ცოცხების სპეცოპერაციის შემოქმედ ბედუკაძეს 😕 ხალხო, უკვე იმ ქოცებს დაემსგავსეთ მიშას ჯინაზე რომ ქოცობენ, ახლა თქვენ ქოცების ჯინაზე თვით ბიდლო კილაძეს იცავთ, რა განსხვავებაა თქვენ შორის?!
და სოლიდარულები ე. კილაძის ცხოვრების რა ეტაპის მიმართ ხართ მაინც რომ ვიცოდე?
1. ივანიშვილამდე მოსკოვიდან გამოგზავნილი პატარკაციშვილის გუნდში რომ იყო;
2. ცოცხების სპეცოპერაცია ბედუკაძე-ინაშვილთან ერთად რომ დაგეგმა ისევ მოსკოვის დაკვეთით ამჯერად ივანიშვილის მოსაყვანად;
3. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გასაშავებელი ნიუსზე ფანტაზია რომ აეშალა;
4. ქილერი მიქაძეების დაცვის სამსახურში რომ გადაინაცვლა?!
5. მაჩალიკაშვილიც რომ დააბრუნებინა ჰოლანდიის პოლიციას, ვინაიდან არ შეუშვეს ე კილაძე შენგენში და მის გამო ვახაც….
ბევრ ჩვენგანს ბინძური ჭორები რომ აგვიგორა და მის მიერ დაფუძნებული ტუალეტის ქაღალდი ქრონიკად წოდებული ამის ტირაჟირებისთვის რომ გამოიყენა, ამასაც ეთანხმებით? დღევანდელ “სოლდარულებზეც” მახსოვს მისი უსტარები, ფულს უხდის კეზერაშვილი პოსტების წერაშიო… ჰოდა, სოლიდარულებო, სიმართლეს წერდა და ამ სიმართლის მიმართ ხართ ემპათიით გამსჭვალულნი და აღიარებთ, რომ პროდასავური შინაარსის პოსტებს ფულის სანაცვლოდ წერდით ? 🙂
P.S. ქოცების პროკურატურის, სასამართლოსი, საგამოძიებოსი არ მჯერა, ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა.
P.P.S. მჯერა ევროპის, რომელსაც კილაძე შენგენში არ უშვებდა.
P.P.P.S. მჯერა საკუთარი ყურების, პირდაპირ იცავდა ქილერ მიქაძეებს და შესაბამად, ირიბად – ქილერების ბოსს, ამერიკის სახდეპის მიერ მხილებულ რუსული უშიშროების თანამშრომელ ფარცხალაძეს.
ჰოდა, ისევ თქვენ იყავით 2000-იანებიდან დღემდე რუსული ვექტორის გამძლიერებლის მიმართ ემპათიურები. მე – ვერ და არ ვიქნები, რადგან ის არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის შიდა კლანური დაპირისპირების ნაწილია 🙂 ასე, რომ რუსული ხომალდის მიმართულებით გამიშვია ჩემდა წილად…

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს