მედია: ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან – ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან – მოკლული ლევან ჯანგველაძის და ძმებ მიქაძეების მხარდამჭერები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ. “პირველების” ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაილეწა ერთ-ერთი მანქანის მინები.

როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, ჩხუბში ჩაერია პოლიციაც, თუმცა არავინ დაუკავებიათ. მათ დაპირისპირებული მხარეები ტეროტორიას მხოლოდ გაარიდეს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ჩხუბს ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერებს შორის გუშინაც ჰქონდა ადგილი პირდაპირ სასამართლოს ეზოში.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს -მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს