სუს-ში ლევან დავითაშვილის გამოკითხვაზე: დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ…

დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს დაბარება არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს.

„დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე – პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ