ნიკა ობოლაძე ირაკლი კირცხალიას: მითხარით ერთი არგუმენტი მაინც, თქვენ რატომ უნდა იდარდოთ შვედეთში ცხოვრების დონეზე (ვიდეო)

„მითხარით ერთი არგუმენტი მაინც, თქვენ რატომ უნდა იდარდოთ შვედეთში ცხოვრების დონეზე“, – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა ობოლაძის შეკითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კირცხალიას.
👉 პროპაგანდისტულ არხ „რუსთავი 2-ზე“ დებატები მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ, საჭიროა თუ არა, რომ საქართველოს ევროპული კურსი ჰქონდეს.
📝 3 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კირცხალიამ განაცხადა, რომ „საქართველოს, როგორც შვედეთის პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, აქვს შეშფოთების მიზეზი აღნიშნულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“ – მისი მტკიცებით, შვედეთში გაზრდილია კრიმინალი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაჩვენებელი და ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე.