მერაბ მეტრეველი: მაგრამ ვაი, რომ სტუდიაში განათლების ექსპრტები ისხდნენ და არა ფეხბურთის ფანები!

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
მე მაინც მგონია, შაბათის დებატებში არა განათლების სპეციალოსტები, არამედ ფეხბურთის ფანები უნდა გაგვეშვა.
აი, ისინი რომ ყოფილიყვნენ, ნამდვილად ბეჭებზე დადებდნენ კობახიძეს, ისეთი სიგიჟეები ულაპარაკია, რაც ვნახე.
ტიპმა თქვა, ჩვენს უნივერსიტეტებში რესურსების ნაკლებობაა, არ გვყავს ბევრი კარგი პროფესორი, რომ ამდენი უნივერსიტეტი დაკომპოლექტოთო და მოიყვანა ფეხბურთის მაგალითი: როდესაც 10 გუნდის დასაკომპლექტებელი მაღალი დონის ფეხბურთელები არ გყავს, ჯობია ერთი გუნდი დააკომპლექტო, ხომ ხედავთ, შიდა ჩემპიონატში ვითომ კონკურენციაა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე რომ გადიან, იქ ვერაფერს აკეთებენო, ასე არიან ჩვენი უნივერსიტეტებიცო.
ეს რომ თქვა კობახიძემ, კმაყოფილი სახით მიიღო, ეს რა გენიალური ანალოგია დაა არგუმენტი მოვიფიქრეო.
აი, ვინმე ფეხბურთის გულშემატკივარი რომ ყოფილიყო იმ სტუდიაში ხომ აიგდებდა კობახიძეს ამ განცხადების გამო მასხრად, ააბურთავებდა და ძირს არ დაუშვებდა.
ანუ, ბატონო ირკალი, რას გვთავაზობთ – ერთ გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას? რადგან ათი გუნდის დასაკომპექტებელი მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავს, რას ვაკეთებთ – ვაკომპელქტებთ ერთ გუნდს და მერე ეს ერთი გუნდი ვის ეთამაშება, საკუთარ თავს? გამოვლენ მოდანზე, ჯერ ერთ კარში გაიტანენ გოლებს, მერე მეორე ტაიმში მეორე კარში შეაგდებენ? 🙂
როგორც ეს თქვენი ანალოგიაა სიგიჟე, ისეთივე სიგიჟეა თქვენი განათლების რეფორმაო – ეტყოდა ფეხბურთის ფანი და იქვე დაუმთავრებდა დებატებს.
მაგრამ ვაი, რომ სტუდიაში განათლების ექსპრტები ისხდნენ და არა ფეხბურთის ფანები!

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ