ანდრეი ერმაკი – უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„დღეს, ორივე მხარემ აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის გამართვის ინტერესი არსებობს. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდი გაიხსნას“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ გამოთქვა იმის ინტერესი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს.