– ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრები სერიოზული და შინაარსიანი იქნება, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება არსებობს, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ თემებზე საუბრობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან „ფაქტობრივად არ არის, რაც დიდ შეცდომას წარმოადგენს“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას ახსენებს, „როდესაც წინა პუტინმა ევროპის გაყოფა დაიწყო“.
„ილუზია იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ახლა ამ ომის რეალურად დასრულება უკრაინის გაყოფით შეიძლება, ისევე როგორც ილუზია იყოს იმის დაჯერება, რომ ჩეხოსლოვაკიის გაწირვა ევროპას ომისგან იხსნიდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლა რუსული აგრესიის შეჩერების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს თამაშობს და პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს.
„ერთ ვიქტორსაც კი შეუძლია იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდოს ღიპი და არა იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, რათა რუსული ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნებისგან შეაჩეროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია