ჯონ კირბი – აშშ-ს ირანთან ომი არ სურს – ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა თავდასხმები შეწყდეს

აშშ-ს ირანთან ომი არ სურს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, -ს სურს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი.
„ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, ეს თავდასხმები გრძელდება. ჩვენ ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. მე უზენაესი ლიდერის სახელით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა გვსურს ჩვენ. ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ იორში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რეაგირების ვარიანტებს განიხილავს.
„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს „კატაიბ ჰეზბოლა“ უჭერს, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დგას, ერაყსა და სირიაში მოქმედებს და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა განახორციელა“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს