აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია

მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, მ განაცხადა.
„ვფიქრობ, სამართლიანია მათი როგორც კონსტრუქციულის დახასიათება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის კიდევ ერთი საფუძველი არსებობს, რომელსაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლების, მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანისა და ძალადობის დონის შემცირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ბოლო დღეებში მოლაპარაკებების სერია შედგა, რომლებშიც -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი მონაწილეობდა.
კვირას, ბერნსი ს სადაზვერვო სააგენტოს „მოსადის“ ხელმძღვანელს, კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს შეხვდა.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ კატარის, ეგვიპტისა და ს წარმომადგენლებთან დისკუსიები სასარგებლო იყო, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს