თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცება გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
კომიტეტის სხდომაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბურიაკ აკჩაპარი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება “ევროატლანტიკურ რეგიონს უფრო უსაფრთხოს გახდის” და “ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს.”
მან ასევე აღნიშნა, რომ ხედავს “პოზიტიურ ცვლილებებს” შვედეთის მიერ თურქეთის უსაფრთხოების სფეროში “ლეგიტიმური შეშფოთებების” აღქმაში, უპირველეს ყოვლისა ქურთული ორგანიზაციებთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, აკჩაპარის თქმით, შვედეთმა თურქეთისთვის უნდა წარადგინოს “საგზაო რუკა, რომელიც შეიცავს მათ ვალდებულებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგან” ტერორიზმის საწინააღმდეგოდ.
საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დეპუტატების წინადადებით კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცრების გადადება გადაწყვიტა “განხილვის საკითხზე სიცხადის არარსებობისა და მოლაპარაკებების არასაკმარისი სიმწიფის გამო.”
შემდეგი განხილვის თარიღი არ დასახელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა – უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება – პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!