ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს კომუნიკეშია ნათქვამი.
ევროკავშირი დაწესებული სანქციების შენარჩუნებას იქამდე მიიჩნევს საჭიროდ, სანამ ძალის გამოყენებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს.