უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის და მისი ოჯახის შემოსავალი ბოლო წლებში შემცირდა. ამას მოწმობს მისი დეკლარაციის მონაცემები.
შემოსავალი 2021 წლისთვის
2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა შეადგინა 10 824 507 გრივნას (დაახლოებით 285 306$), მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი – 5 359 600 გრივნა (141 265$) იყო.
ვლადიმერ ზელენსკის ოჯახის შემოსავალი 2021 წელს ძირითადად შედგებოდა ხელფასებისგან, საბანკო პროცენტებისგან და უძრავი ქონების გაქირავებიდან.
პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 11 922 320 გრივნით შემცირდა.
შემოსავალი 2022 წლისთვის
2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა 3 692 683 გრივნა (97 329$) შეადგინა.
პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 2022 წლისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე იჯარის ხელშეკრულებების დროებით შეწყვეტის გამო შემცირდა.
სახელმწიფოს მეთაურის ოჯახის სახსრების ბალანსი 2022 წლის ბოლოსთვის თითქმის 1 800 000 გრივნით (47 443$) შემცირდა.