თელავში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თელავში ორსართულიანი სახლი იწვის. ცეცხლი ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლს გაუჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ამ დროის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, ელექტროობას უკავშირდებოდეს, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.