ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებისას დრონების მართვას ასწავლიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრებს, უპილოტო საფრენი აპარატების მართვას ასწავლიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება მოიცავს კომპლექსურ მეცადინეობებს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებებით.
“თეორიული სწავლების გეგმის შესაბამისად, ჯარისკაცები ეუფლებიან დრონის ექსპლუატაციის პრინციპებს, ნავიგაციას, ტაქტიკურ გამოყენებას, მოვლა-შენახვის პირობებს და ა.შ.”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
პრაქტიკული მომზადების ფარგლებში, სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცები გაივლიან დრონების პოლიტირების კურსს, მათ დაეხმარებიან უპილოტო საფრენი აპარატების უკვე გამოცდილი ოპერატორები, რომლებმაც ადრე უკვე გაიარეს მსგავსი სწავლება.
ში ს შეჭრის შემდეგ დრონების ოპერატორებზე მოთხოვნა რუსეთის არმიაშიც გაზრდილია. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად კონტრაქტს აფორმებენ, რუსეთის ფედერაციის მე-4 საოკუპაციო ბაზასთან და იქიდან უკვე უკრაინაში საბრძოლველად მიდიან ხოლმე. უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტები კი უფრო მეტად ახლა რუსეთის არმიაში სჭირდებათ, ცხინალში კი მათი სწავლების პროცესი პირველად არ იმართება.
ამჟამად, ღია წყაროების მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალიდან, უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 1000 მდე ჯარისკაცია წასული. ბოლო ორი წლის განმავლობაში იქიდან ცხინვალში დაახლოებით 40 დაღუპული მებრძოლი გადაასვენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად