კარგია, როცა შეგიძლია შეფრინდე ისე, რომ არ გესროლონ – დონალდ ტრამპი მადუროს დაკავებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ტრამპია განცხადებით, ეს იყო „წარმოუდგენელი, მაგრამ მცირე“ მისია, რომელმაც მსოფლიოს ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები დაანახვა. მისი თქმით, ოპერაცია იმდენად ზუსტი იყო, რომ „ერთხელაც კი არ უსვრიათ“, ხოლო რუსული და ჩინური წარმოების აღჭურვილობამ „არ იმუშავა“.
,,იმ ღამეს მთელმა მსოფლიომ იხილა სრული სამხედრო სიძლიერე, რომელსაც აშშ ფლობს. ეს წარმოუდგენელი, მაგრამ მცირე, ოპერაცია იყო. იმდენად ზუსტი და შესანიშნავი იყო, არავის ეგონა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ისინი დისკომბობულატორზეც კი საუბრობენ, რადგან ერთხელაც კი არ უსროლიათ.
რუსულმა აღჭურვილობამ არ იმუშავა, ჩინურმა აღჭურვილობამ არ იმუშავა, ყველა ცდილობს გარკვევას, რატომ არ იმუშავა… ერთ დღეს გაიგებთ, მაგრამ არ იმუშავა. კარგია, როცა შეგიძლია შეფრინდე ისე, რომ არ გესროლონ”,- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვრის დასაწყისში ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციაზე საუბრისას

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”