პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს – უწყება ლიცენზიებში, ტენდერის გარეშე, სულ 548 200 ლარს გადაიხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს. უწყება კამერებსა და მათ ლიცენზიებში, ტენდერის გარეშე, სულ 548 200 ლარს გადაიხდის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა,” – წერს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.
კამერების შეძენას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ამჯერადაც შპს “ენ ჯი თი ჯგუფისგან” გეგმავს. დეპარტამენტი წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინა “AXON-ის მიერ გაცემული წერილი, სადაც მწარმოებელი ადასტურებს, რომ შპს “ენ ჯი თი ჯგუფი” არის საქართველოში AXON-ის პროდუქციის ერთადერთი ავტორიზებული დისტრიბუტორი”.
2022 წლის აპრილიდან დღემდე, აღნიშნული 200 კამერის ჩათვლის, -ს პოლიციელებისთვის შესყიდული ექნება 1 230 სამკერდე კამერა. ამ კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი გადახდილი იქნება ჯამში 2 992 140 ლარი.
ცნობისთვის, პოლიციელებისთვის, ბოლოს, 300 სამკერდე კამერა, შსს-მ 2026 წლის იანვარში იყიდა.