: მამუკა მდინარაძე ვაშინგტონში ირანის თემაზე დაიბარეს

თავდაცვის ექს მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვაშინგტონში საქართველოს საგარეო კურსზე სალაპარაკოდ დაიბარეს.

უფრო კონკრეტულად  ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი ყვება, რომ საუბრის თემა “ქართული ოცნების” ირანთან დაახლოება იყო:

შემიძლია, თავი დავდო ამაზე, პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, ზუსტად ირანის გამო ჰქონდა ლაშა დარსალიას ვაშინგტონში, ისევე როგორც მანამდე ბატონ მდინარაძეს. ირანთან მიმდინარე პროცესები გახდა ტრიგერი, რომ ეს ორი წყება შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. 

ამ პროცესში რაც ახლა ირანში ხდება და ვინც ახლა რომ დახედავს რუკას, დღეს თუ არ ახსოვთ საქართველო გაახსენდებათ – ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარი რომ იყო, 30 წელი რომ ერთად მოვდიოდით, ბევრი ფული რომ გვაქვს დახარჯული სად გაქრა – ერთი მოიკითხეთ იქ რა ხდება. გლეხურად რომ ვთქვათ ზუსტად ეს ამბავი მოხდა”- თქვა მან.  

შეგახსენებთ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.

თბილისში  სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.

ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ფაქტს ისრაელის საელჩოს და ირანელი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.