„თავისუფლების მოედნის“ წევრი სიმონ ჯანაშია:
„რომ ავხსნათ, რა გააკეთეს ამ ადამიანებმა – თქვეს, რომ ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა ისეთ ვადებში, როგორშიც მსოფლიოში არსად ჩატარებულა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.
მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, ასტროლინგვისტიკა, რომელიც უცხოპლანეტელებთან შესაძლო მეტყველების ენის შემუშავების პროგრამაა, უნდა ისწავლებოდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და 20 ადამიანი უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, მაშინ, როცა 0 ადამიანი უნდა დააფინანსონ დედა უნივერსიტეტში პედაგოგიკის მიმართულებაზე და გვესაუბრებიან აქ ტრადიციებზე. პედაგოგიკის მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის 1919 წლიდან დღემდე და თქვენ შეწყვიტეთ ეს ტრადიცია. დიმიტრი უზნაძის შემუშავებული ტრადიციაა.
მეორე ტრადიცია არის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილმა დააარსა და ესეც შეწყვიტეთ.”




