მედია: მღვდლის შვილს მიწა 1 ლარად გაუცვალეს – დადგენილებას ხელს აწერს

მცხეთაში, ისტორიულ ტყე-პარკთან ახლოს, სამხედრო ქალაქის 3 ნომერში  მდებარე  827 კვადრატული მეტრი ტერიტორია,  საქართველოს საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის შვილის, პაპუნა ბოტკოველის საკუთრებაა.

პაპუნა ბოტკოველს მიწა 1 ლარად საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 იანვრის განკარგულებით გადაეცა, რომელსაც ხელს აწერს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 827 კვადრატული მეტრის მიწის სანაცვლოდ ბოტკოველმა სახელმწიფოს ასევე მცხეთაში მის საკუთრებაში არსებული 600 კვადრატული მეტრი უნდა გადასცეს.

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა გავლენიანი მღვდლის შვილის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დგინდება, რომ მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე 600 კვადრატული მეტრი ტერიტორია მამა მიქაელ ბოტკოველის ვაჟმა 2025 წლის 26 ივნისს იყიდა და 285 ათასი ლარი გადაიხადა. სესხი არ დასჭირდა. ყოფილი მფლობელი გვიდასტურებს, რომ პაპუნა ბოტკოველის მიერ ქონების ყიდვის მომენტში მიწას უკვე შეზღუდვა ედო. ანუ  სასულიერო პირის ვაჟმა წინასწარ იცოდა, რომ ნაკვეთზე, რომელშიც 285 ათასი ლარი გადაიხადა, ვერაფერს ააშენებდა, თუმცა ქონება მაინც შეიძინა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ პაპუნა ბოტკოველმა საქართველოს მთავრობას მონაცვლეობის მოთხოვნით მიწის ყიდვიდან რამდენიმე კვირაში მიმართა. თქვა, რომ მშენებლობის შეზღუდვის გამო დაზარალდა და ქონების ისეთ ნაკვეთში გაცვლა ითხოვა, სადაც მშენებლობას შეძლებდა.  ირაკლი კობახიძემ ბოტკოველის მოთხოვნა მიმართვიდან 2 თვეში დააკმაყოფილა და საქართველოს პატრიარქის მდივნის ვაჟს მცხეთის ცენტრში 600 კვადრატულის ნაცვლად 827 კვადრატული მეტრი მიწა მისცა.