როგორ ატერორებდნენ სკოლის მოსწავლეს პოლიციაში – ფარული ჩანაწერი (ვიდეო)

“შაბათის ეთერის” ექსკლუზივი – მოპოვებულია ფარული ჩანაწერები პოლიციის მანქანიდან და პოლიციის განყოფილებიდან.  ჩანაწერში გლდანი – ნაძალადევის პოლიციის მე-9 სამმართველოს თანამშრომლები ჩანან.

ჩანაწერით ვიგებთ, რომ სკოლის მოსწავლე საეჭვოდ მიიჩნიეს იმის გამო, რომ სამი პულივიზატორი ჰქონდა – მტკიცებულებების მიხედვით, ბავშვს  პოლიციელები  ძალის გამოყენებით მანქანაში სვამენ.

მანქანაში პოლიციელები 16 წლის მოზარდს ტელეფონის გახსნას აიძულებენ. არასრულწლოვანი დედასთან დარეკვას ითხოვს. ამ დროს პოლიციამ უკვე იცის, რომ დაკავებული სკოლის მოსწავლეა. ვიდეო-მასალაში გარკვევით ისმის, რომ მოსწავლეს მსჯავრდებული “მამის გაუპატიურებით” ემუქრებიან.

ამ ინციდენტის დროს ადგილზე სავარაუდოდ ხუთი პოლიციელია. ერთ – ერთ ჩანაწერში ვინაობას ასახელებს: გიორგი – გიგლა ჯუნაშვილი ახლა თავისუფალია, მეტიც ის ისევ  პოლიცის უფროსის მოადგილეა. [სკანდალურ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების მიუხედავად, არ უთქვამთ, რომ ერთი დაკავებულის გარდა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება მაინც შეუჩერეს].

ჩანაწერში ისმის ისიც, რომ მამის გაუპატიურების მუქარასთან ერთად, 16 წლის ბიჭს პოლიციელები “თითების დატეხვით” ემუქრებიან. ამ საუბრიდან რამდენიმე წამში კრიმინალური პოლიციის  ალყაში მყოფი ბავშვის ყვირილი ისმის. ყველა ჯერზე ბავშვი დედასთან ერთი ზარის განხორციელების უფლებას ითხოვს, მაგრამ ყველა ჯერზე უარია.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ძალადობის ეს ეპიზოდი “ნაძალადევის მეტროს” მიმდებარე ტერიტორიაზე პარკში მოხდა. პოლიციელები მოზარდს “ნარკოტიკების დადებაში” ადანაშაულებდა. პარალელურად, სამართალდამცავები ტელეფონის გახსნას ცდილობენ და “ჩარჯიბიტის” ეკითხებიან პირობითი სახელით გიორგის მობილურ ტელეფონზე დაკრული სტიკერისბ შესახებ.

ერთ საათიანი ვიდეომასალით  დგინდება, რომ როცა არასრულწლოვანს ცემით და მამის ციხეში გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ, ამ ყველაფერს კი სულ მცირე ოთხი პოლიციელი  უყურებდა და ისმენდა.