ჯუანშერ ჯეჯელავა: ერთწლიან კურსებში, რა დონის ფეხბურთელსაც გაზრდის ყაველაშვილი, იმ დონის მასწავლებლები შეიძლება მოამზადო ერთწლიანი, ასეთი დაჩქარებული პროგრამით…

“როდესაც ქვეყანა თავის რამდენიმე ასეულ მეცნიერს ეუბნება, რომ თქვენ სტუდენტებს არ მიიღებთ, მე არ მგონია, რომ ეს რაციონალური, ან ფსიქიკურად დალაგებული და ადეკვატური ხალხის გადაწყვეტილებაა. მე ვთვლი, რომ ეს რაღაც კომპლექსებია, რაღაც სხვა პრობლემებია და არც ლოგიკაში, არც განათლების ხარისხში, პოლიტიკაშიც კი არ უნდა ვეძებოთ აქ… 3 700 სტუდენტიდან, რომელიც უნდა მიგვეღო წელს 300 სტუდენტს მივიღებთ მარტო.

ფიზიკა ფაქტობრივად არ არსებობს, ასტრონომია ფაქტობრივად არ არსებობს, ანუ რჩება მარტო პედაგოგიკის რაღაც კურსები და მე არ მესმის, როგორ შეიძლება ფიზიკა მასწავლოს კაცმა, რომელმაც არ იცის ფიზიკა, ანუ არ გაიარა ბაკალავრიატი ფიზიკის. ეს იგივეა დაახლოებით… ვთქვათ ყაველაშვილი კარგი ფეხბურთელია, ყაველაშვილმა ერთ წელიწადში, კურსებში ვიღაცას რომ ასწავლოს ფეხბურთი, ერთწლიან კურსებში, რა დონის ფეხბურთელსაც გაზრდის ყაველაშვილი, იმ დონის მასწავლებლები შეიძლება მოამზადო ერთწლიანი, ასეთი დაჩქარებული პროგრამით… ეს არის ფარსი, თუ დახურვა გინდა, მაშინ ბოლომდე დახურე, ნუ იტყუები” – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯუანშერ ჯეჯელავამ TV პირველთან.