“რუსეთში არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: მშვიდობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან მათთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთი გახდება სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხოლო თუ არსებობს მტრობა, სომხეთი იძულებული იქნება უფრო მეტად ჩაეხუტოს რუსეთს… დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, მიხეილ მიშუსტინი და მთავრობის მრავალი წარმომადგენელი ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ… არჩევნებზე სომხეთის მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ: საკუთარ თვალებს ენდობიან თუ ზატულინის თვალებს. 2026 წლის შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პოლიტიკით დაკავებულ ოლიგარქს, ყოფილ პრეზიდენტს, ყველას გავაძევებთ. 8 ივნისს გავიღვიძებთ ისეთ სომხეთში, რომლის ისტორიაც უერთდება იმ ისტორიას, რომელიც 374 წელს მეფე პაპის მკვლელობით შეწყდა. სომხეთი და სომეხი ხალხი უბრუნდება თავის ისტორიას,” – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის დუმის წევრის, კონსტანტინ ზატულინის საპასუხოდ, სადაც ზატულინმა თქვა, რომ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ ალიევისგან 5 მილიარდი დოლარი აიღო.




