შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში კიდევ რამდენიმე რუსული კომპანია შეიყვანა

შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში რამდენიმე რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანია შეიყვანა. სანქციების ქვეშ ასევე მოჰყვა სამი ტანკერი და ყოფილი სერბი მინისტრი, რომელიც რუსეთში ბიზნესით არის დაკავებული.
ლაპარაკია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოფილ მინისტრსა და სერბეთის სახალხო პარტიის დამფუძნებელი ნენად პოპოვიჩზე და მასთან დაკავშირებულ ორ კამპანიაზე „დომინიონ ნიკოლსკიზე“ და „დომინიონ ტვერსკაია-იაროსლავკაიაზე“.
სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა ბოსნიური კომპანია „ბნ-ინჟინერინგი“, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციებით კავშირი აქვს ქარხანა „მოტორ სიჩს“, რომელიც არაერთი დასახელების პროდუქციას აწვდიდა რუსეთს.

სანქციების სიაში ფიგურირებს ასვე ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთი უმდიდრეს მეწარმე, იორდან კამჩევთან და მის დედასთან, რატკა კამჩევასთან დაკავშირებული ბუკმეკერული კომპანია „ბეტსიტი“.
აღნიშნული გადაწყვეტილება -ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
მანამდე ნოემბრის დასაწყისში აშშ-მა სანქციების სიაში შეიყვანა 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი. კერძოდ სანქციები დაუწესსა კორპორაცია „აფკ-სისტემასა“ და მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. გარდა ამისა, შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად ს რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა – უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება – პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!