ზვიად გაბისონია – ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით, მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.
„სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხებათ არის სრული სიცრუე.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ზვიად გაბისონიას კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?