ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვენაში, ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვენაში მიმდინარე ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა 54-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ყანდაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იურიდიული პროფესიების როლის გაძლიერების განსაკუთრებულ აუცილებლობას სამართლის უზენაესობის იმ გამოწვევათა ფონზე, რომელმაც დღევანდელ მსოფლიოში მრავლად იჩინა თავი.
„ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა კონფერენცია (EPK) ევროპის იურიდიულ პროფესიათა ტრადიციადქცეული პრესტიჟული ფორუმია, რომელიც 1972 წლიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ