რა შესთავაზა რუსთავი2–მა იაგო კაჭკაჭიშვილს?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მირეკავენ. უცხო ზარია. არ ვპასუხობ. ცოტა ხანში მომდის სმს: “იაგო, გამარჯობა, რუსთავი 2-დან გიკავშირდებით, დებატებზე გვინდა თქვენი მოწვევა. რომ მოიცლით შემეხმიანეთ და გადმოვრეკავ. მადლობა”
საპასუხო სმს ჩემგან: “სალამი. რას ეხება დებატები?” რუსთავი 2: “კიდევ ერთხელ გამარჯობა თემა: სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?” დადასტურებული სტუმრები არიან: ირაკლი კირცხალია, ვატო შაქარაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნოდარ კაპანაძე, ეკა სეფაშვილი.” მე: “ეს ხალხი ამბობს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ევროინტეგრაცია? ამაზე აწყობთ დებატებს?” რუსთავი 2: “ყველას თავისი აზრი აქვს. ამ შემთხვევაში თქვენი აზრი გვაინტერესებს ”. მე: “ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია.” რუსთავი 2: “გასაგებია. მადლობა”. * * * დებატების საგანსაც ხომ გააჩნია, მართლა? ძალიან სიმპტომატურია ეს მიმოწერა: არასოდეს, პოსტსაბჭოთა საქართველოში, საჯარო რევიზიის ქვეშ არ დამდგარა ევროინტეგრაციის სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის უარყოფა მიიჩნეოდა ნებისმიერი ვინმეს მარგინალიზაციის უტყუარ საფუძვლად. ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა – თანაც ისე, რომ მარგინალიზაციის არ ეშინია. ჰოდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეეშენდეს!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ