“ნაცმოძრაობაზე” რადიკალური ფრთა გამოიკვეთა, ეს არის “ლელო” –

“როდესაც ოპოზიციას ერთი წინადადებაც კი აქვს აქვს, რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება, მათი მხრიდან გადაიდგას და მაინც კრიტიკას ახმოვანებენ, ცოტა უხერხულია, მათ არაფერი წარმოუდგენიათ, რომელიც ოდნავ მაინც გასაზიარებელი შეიძლება იყოს,” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ბოლო დროს “ნაცმოძრაობაზე” რადიკალური ფრთა გამოიკვეთა, რომელიც არის “ლელო”.
“როდესაც ოპოზიციას ერთი წინადადებაც კი აქვს აქვს, რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება, მათი მხრიდან გადაიდგას და მაინც კრიტიკას ახმოვანებენ, ცოტა უხერხულია, მათ არაფერი წარმოუდგენიათ, რომელიც ოდნავ მაინც გასაზიარებელი შეიძლება იყოს. ყველაზე პარადოქსული ის იყო, რომ “ნაცმოძრაობაზე” რადიკალური ფრთა გამოიკვეთა – “ლელო”.
წარმოიდგინეთ, რომ “ნაცმოძრაობა” ესწრება რაღაც შეხვედრას, ფორმალურად, ვიზუალურად, გარეგნულად მაინც ცდილობს, რომ შეინარჩუნოს რაღაც კონსტრუქციულობის ნატამალი და, ამ დროს, ვიღაც ცდილობს, რომ “ნაცმოძრაობაზე” რადიკალი აღმოჩნდეს, “ნაცმოძრაობაზე” “საბოტაჟნიკი” – როგორც ეძახიან ხოლმე ერთმანეთს, სხვათა შორის, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ამხელენ ამ ბოლო დროს იმაში, რომ სწორედ ისინი დადიოდნენ ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებისა თუ უწყებების დერეფნებში და ცდილობდნენ, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თავისმა თანამოაზრეებმა ამხილეს ამ ყველაფერში.
“ლელომ” ისიც კი მოახერხა, რომ ამასთან ერთად, ჩვენ გახსოვს ხაზარაძე ამ როლში ევროპაში ჩასული და იქ თავისი წამოცდენებით, თავისი მუსტანგით, ახლა საქართველოში ცდილობს, რომ “ნაცებზე” უფრო “ნაცი” გამოდგეს. მაგრამ “ნაცმოძრაობის” კლასტერი ერთია – ვიღაცას დაავალებენ, რომ უფრო რადიკალური უნდა იყოს, ვიღაცას დაავალებენ, რომ – ნაკლებად, ამით ჯამი არ იცვლება. მათ აქვთ დღეს ყველაზე დაბალი რეიტინგი, რაც კი ოპოზიციას საქართველოში ოდესმე ჰქონია,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს