მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმისათვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ქვეყნისთვის გააკეთა –

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 24 იანვარს გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზეს, საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა მან უარი განაცხადა.
მ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
“24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს გახდა საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილი. მათ შორის, იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით, მაგრამ მან თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს, მისი სიტყვებით, უნდა მიეცეს საშუალება, რომ მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვებისა და მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმისათვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. თქვენ იცით, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს; რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი პირველია, რაც შეიძლება ამ კონტექსტში მოვიხსენიოთ და სხვა უამრავი წარმატება, რაც საქართველომ მიიღო მისი პრემიერობის პერიოდში.
ჩვენ გვახსოვს, 2012 წლამდე, ქვეყნის პირველი პირობა იყო პრივილეგია და კომფორტი, დღეს, 2012 წლის შემდეგ პერიოდში, დადგა ის დრო, როცა ეს არის უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა, საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა, მძიმე ტვირთი და ვიცით, რომ დემოკრატია თავის მსხვერპლსაც მოითხოვს და ბევრი რაღაცის ატანა უხდებათ, განსაკუთრებით, ლიდერებს. ამ ყველაფრისთვის მას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული